კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” კიდევ ერთხელ გამოთქვამს უდიდეს სურვილსა და მზაობას, გააგრძელოს მოლაპარაკებები ჭიათურის საწარმოების იმ თანამშრომლებთან, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, – ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენთვის ყველა თანამშრომელი თანაბრად მნიშვნელოვანია, ისინი ვინც წარმოების განახლებას ელოდებიან და ისინი ვისთვისაც შეცვლილი სამუშაო გრაფიკი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
გთხოვთ, დავუბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და ყველამ ერთად ვიმსჯელოთ გამოსავლის გზებზე. დღეს ჭიათურის საწარმო გარდაუვალი ტრანსფორმაციის წინაშე დგას. ამ ვითარებაში ჩვენს შორის ურთიერთნდობის აღდგენა უმთავრესია.
კომპანია ღიად ასაბუთებს ჭიათურის საწარმოების ზარალიანობას, მაგრამ მზად არის ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა, რისთვისაც თქვენი ჩართულობა და ორმხრივი კომპრომისი უმნიშვნელოვანესია.
გთხოვთ, უარი თქვათ პროტესტის რადიკალურ ზომებზე. ის დაძაბული ვითარება, რომელიც დღეს ჭიათურაშია, გვაზიანებს თითოეულ ჩვენგანს, განსაკუთრებით ჭიათურას, რადგან ამ ადამიანების უკან დგანან ოჯახები, მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.
მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენც მზად ხართ მოლაპარაკების რეჟიმში დასაბრუნებლად. სიტუაციიდან გამოსავალი მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგი და შეთანხმებაა. ყველას გვსურს, განახლდეს წარმოება და დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ადგილებს”, – ნათქვამია მანგანეზის განცხადებაში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…